იმისათვის, რომ მიიქციო მაქსიმალური ყურადღება, საჭირია რომ გყავდეს განსაკუთრებით მიმზიდველი პრომოუტერები. ვერც ერთი სოლიდური სარეკლამო ღონისძიება ვერ ჩაივლის ლამაზი და მომხიბვლელი პრომოუტერების გარეშე.
სარეკლამო აქციის წარმატება დამოკიდებულია პრომო-მოდელების მოხერხებულობაზე კლიენტების დაინტერესებაში. ამიტომ, გოგონების შერჩევა სარეკლამო გამოფენებისთვის უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული ყურადღებით. პრომო-მოდელების მთავარი მიზანი გამოფენაზე მშვიდი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნაა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოტენციურმა მყიდველებმა მშვიდათ იგრძნონ თავი, იყვნენ კარგ ხასიათზე და დიდი ყურადღებით შეხედონ შემოთავაზებას.
მოდელები პრომო-აქციისთვის:
ჩვენ გთავაზობთ პრომო-აქციებისთვის, გამოფენებისთვის და პრეზენტაციესთვის. ჩვენი მოდელები არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობით გამოირჩევიან, არამედ კვალიფიციური პრომოუტერები არიან. ისინი ადვილად მოუყვებიან მომხმარებლებს, თქვენი პროდუქტის ან ბრენდის შესახებ ინფორმაციას და ამასთანავე გამართავენ თქვენი პროდუქტის პრეზენტაციას ან დეგუსტაციას. თქვენი სურვილისამებრ, მათ შეუძლიათ გაართონ საზოგადოება, დაარიგონ სასმელები ან თქვენი კომპანიის ატრიბუტიკის სუვენირები.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მოდელების სტილს და გარეგნობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანი სრულყოფილი და შეუდარებელი იყოს. ჩვენ გვაქვს არჩევანის ფუფუნება. ყველა ჩვენი მოდელი ლამაზია ბუნებით, ახალგაზრდები და მიმზიდველები არიან. მათ აქვთ სასიამივნო ხმა, საუბრობენ კომპეტენტურად და სწორად. პრომო-მოდელების კოსტუმები ინდივიდუალურად სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევა.
განსაცვიფრებელი პრომო-მოდელების მონაწილეობა თქვენს ღონისძიებაში, ძირითადად ხაზს უსვამს თქვენი კამპანიის იმიჯს, როგორც მყარი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას. მოდელები, რომლებიც ესალმებიან სტუმრებს სავაჭრო დარბაზის შესასვლელში, ან ცეკვავენ ცეცხლოვან თანამედროვე ცეკვას თქვენი პროდუქციის სტენდთან, არ დატოვებენ გულგრილად სტუმრებს.
პრომო-მოდელებს, ასევე შეუძლიათ დაასაჩუქრონ სტუმრები ბროშურებით და სუვენირებით, აგრეთვე ჩაატარონ გამოკითხვა. ჩვენს პრომოუტერებს არ ეშინიათ ხალხთან ურთიერთობის, თვისუფლად საუბრის და რაც მთავარია არ იბნევიან პროვოკაციული კითხვების მოსმენაზე.
მომსახურების ღირებულება:
მეტროსთან ბუკლეტების და სხვა სარეკლამო მასალების გაცემა დარიგება
დეგუსტაცია
პროდუქციის ნიმუშების გაცემა დარიგება
საჩუქარი საყიდლებზე
პრომო მოდელები გამოფენაზე
სამოდელო იერსახის პრომოუტერები ჩვენებისთვის
ფლეშ-მობის ორგანიზება