სარეკლამო აქციების ყველაზე ფართოდ ცნობილი, პოპულარული და ეფექტური მეთოდი ბუკლეტების განაწილებაა. ასეთი სარეკლამო აქცია ადამიანებთან დაკავშირებაში გვეხმარება რათა მოვიზიდოთ პოტენციური მყიდველი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით.
ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ბუკლეტების განაწილებაში პრომოუტერებს ეძახიან, მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ დააინტერესონ ადამიანები და მიიპყრონ პოტენციური მყიდველების ყურადღება ინფორმაციით, ბროშურების და ბუკლეტების სახით. სტატისტიკის მიხედვით, რაც უფრო მეტად არის ადამიანი დაინტერესებული ბროშურებში ინფორმაციის შესახებ, მით უფრო მეტ დროს უთმობს ინფორმაციის შესწავლას, და ამით მეტი შანსია, რომ ის იყიდის თქვენს პროდუქტს ან გამოიყენებს შეთავაზებას.
ყველაზე ხალხმრავალი ადგილი ქალაქში ქუჩაა ასე რომ, ეს არის ყველაზე შესაფერისი ტერიტორია სარეკლამო ბუკლეტების დარიგებაში. ბუკლეტების დარიგება ხშირად საავტომობილო საცობების დროს მიმდინარეობს, რადგან ამ დროს ადამიანი მანქანაში თავს მოწყენილად გრძნობს და ერთი სული აქვს რითი გაერთოს. ასეთი რამ მეტროსთანაც შესაძლებელია, სადაც მუდმივი ხალხმრავლობაა. აგრეთვე, ავტობუსების გაჩერებებზე, აქაც მოიძებნება ადამიანი, რომელიც დაიტერესდება თქვენი ბუკლეტებით.
სავაჭრო ცენტრებში ბუკლეტების განაწილება:
აქ უკვე პრომოუტერები ატარაბენ სარეკლამო აქციის დიდ ნაწილს, მაგრამ მუშაობა სავაჭრო ცენტრებში ცოტათი უფრო რთულია, თქვენ უნდა აირჩიოთ პოტენციური კლიენტი და უნდა იპოვოთ კლიენტზე გასვლის სწორი გზა. უნდა მიაღწიოთ იმას რომ ხალხი გენდობოდეთ თქვენ, იმისთვის რომ იყიდონ თქვენი საქონელი. პრომოუტერის ძირითადი წარმატების ფაქტორი – პოტენციური კლიენტის ნდობის მოპოვებაა. სავაჭრო ცენტრებში ბუკლეტების დარიგება არა იმით განისაზღვრება თუ რამდენს დაარიგებ, არამედ თუ რამდენ მომხმარებელს დარჩება ან მიყვება ბოლომდე თქვენი გაცემული ბუკლეტი.
სავაჭრო ცენტრებში ბუკლეტების განაწილებით ადვილად შეიძლება ხელი შეეწყოს საქონლის სწრაფ გაყიდვას, მთავარია რომ ამ პროცედურით არ იყვნენ დაკავებული ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ მცოდნე სპეციალისტები. პრომოუტერი უნდა იყოს თავაზიანი და სასიამოვნო გარეგნობის, მეგობრული და მხიარული, რადგან პოზიტიურ ადამიანთან, ყოველთვის უკეთესია საუბრის დაწყება, ვიდრე მელანქოლიურ ადამიანთან. მაგრამ პრომოუტერი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ შესაძლო გართულებები თავიდან აიცილოს, გამომდინარე უარყოფითი დამოკიდებულებისა კომუნიკაციის დროს. პრომოუტერი არ უნდა განაწყენდეს ან გაბრაზდეს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს პრობლება და თქვენ უბრალოდ უნდა განაგრძოთ და მოიძიოთ ის ვინც მხიარული საუბრისთვის იქნება განწყობილი.
ასეთი იაფი ტიპის სარეკლამო აქციის დახმარებით, შეგიძლიათ სწრაფად და ეფექტურად მიიზიდოთ დიდი რაოდენობის ხალხი და უამბოთ თქვენი პროდუქტის შესახებ, შეატყობინოთ, თქვენი მაღაზიის გახსნის და ფასდაკლების ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მარტივია მივიღოთ შეკვეთა და მისი ღირებულება გაგვახარებს მცირე დანახარჯის სახით, რაც შედეგზე აისახება.
მომსახურების ღირებულება
ბუკლეტების და სხვა სარეკლამო მასალების დარიგება სავაჭრო ცენტრებში