პრომო-აქცია „საჩუქარი შენაძენზე“ ყველგან და ყოველთვის გამოიყენება. ეს უნივერსალური აქციაა და მიესადაგება ნებისმიერ პროდუქტს.
ყველაზე კარგად ეს კომპლექსურად მუშაობს: საქონლზე ყურადღების გადატანა – პროდუქტის მახასიათებლების კონსულტაცია – საჩუქარი შენაძენზე. ეს ყველაფერი ერთად ხელს შეუწყობს მომავალი კლიენტების დაყოლიებას.
საჩუქრები უყვართ აბსოლუტურად ყველას. სწორად გაცემული საჩუქარი მარტივად ახდენს მომხმარებლის ყურადღების გადატანას კონკურენტების პროდუქციიდან თქვენს პროდუქციაზე.
დროული შეკვეთა და პროფესიონალური პრომო აქციის ჩატარება ხელს უწყობს უმოკლეს დროში გაყიდვების ზრდის დადებით დინამიკას.
მრავალი მეთოდი „საჩუქარი შეძენაზე“ :
პრომოუტერი დგას გვერდით საჩუქრების სალაროსთან. ის ლაპარაკობს საქონლის შესახებ, იმაზე თუ, როგორ შეგიძლიათ მიიღოთ საჩუქარი. როცა მყიდველი ყიდულობს თავისთვის საჭირო საქონელს, ის მოიკითხავს პრიზსაც და პრომოუტერი გადასცემს საჩუქარს. ეს მეთოდი მომხმარებლის სტიმულის ასამაღლებლად კეთდება, იმ მიზნით რომ მას ეძლევა საშუალება შეარჩიოს საჩუქარი ბრენდების მიხედვით, რაც სამომავლოდ გაზრდის მომხმარებლის სიმპატიას. ასეთი აქცია საერთოდ გამოსადეგარია საშუალო ტიპის აფთიაქებისთვის და აგრეთვე პატარა ზომის მაღაზიებისთვის.
გამოსასვლელთან უნდა იყოს მოქცეული პრიზების გაცემის ადგილი. პრომოუტერი ყველა მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას აქტუალური აქციის შესახებ და გასცემს პრიზებს ჩეკების და ეტიკეტების სანაცვლოდ. ასეთი ტიპის აქცია ყველაზე მრავალ ხნიანია. ხშირად მომხმარებელს უწევს მრავალი ჩეკის დაგროვება, რომ მიიღოს პრიზი.
სავაჭრო დარბაზში ერთდროულად მუშაობს ორი პრომოუტერი. პირველი პრომოუტერი დგას შესასვლელთან. ის მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას საქონლის და არსებული აქციის პირობების შესახებ. მეორე, ელოდება მომხმარებელს პროდუქციის განყოფილებასთან. ის დაწვრილებით უხსნის მომხმარებლებს ინფორმაციას საქონლის შესახებ და ატყობინებს აქციის და პრიზების თემას, მათი მოპოვების ხერხებს. ეს მეთოდი მიესადაგება აქციას, რომელიც შეძენილ საქონელზე პრიზებს სთავაზობს